„მადლობა, ბავშვების გულის გახარებისთვის“- რცხილათის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა
14-11-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. 

ბავშვები განათლებას მოწესრიგებულ, მათ ინტერესებზე მორგებულ გარემოში იღებენ, რაც მათ მოტივაციაზე ნამდვილად აისახება. ამაში კი თავდაუზოგავი შრომა და უდიდესი წვლილი სკოლის დირექტორს ხათუნი გამეზარდაშვილს მიუძღვის. 

„რემონტი დასრულდა, ბავშვებს სუფთა და ლამაზ გარემოში უწევთ მეცადინეობა, რაც ჩვენი დირექტორის, ხათუნი გამეზარდაშვილის დამსახურებაა.
ჩვენი სკოლის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენი სოფლის გამგებელს ბატონ ტარიელ ჩუბინიძეს ბავშვების გულის გახარებისთვის“, - გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203