„ჯადოსნური შემოდგომა“ თელეთის საჯარო სკოლაში
14-11-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თელეთის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

ახლახან თელეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელიც ნ. ჩხეიძე გახლავთ, მოაწყვეს ღონისძიება სახელწოდებით „ჯადოსნური შემოდგომა“;

„მე-6 კლასელებმა მრავალფეროვანი კუთხით წარმოადგინეს აქტივობა; ღონისძიება ცეკვა-სიმღერითა და ქართულ-ინგლისური ლექსებით გაალამაზეს და აღნიშნულ ღონისძიებაში მუსიკისა (ა. ხარაძე) და ხელოვნების მასწავლებლის (ლ. დავითაშვილი) აქტიური ჩართულობაც იგრძნობოდა“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიების დასასრულს კი მოსწავლეებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს და კიდევ ერთი შემეცნებით-საგანმანათლებლო დღე, „შემოდგომისფერი ასოებით“ ჩაწერეს მშობლიური სკოლის ისტორიაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203