შუასურების საჯარო სკოლში 5 საგნის კომბინირებული აქტივობა ჩატარდა
14-11-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუასურების საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ცნობიერებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ, სასწავლო პროცესი საინტერესო, მიმზიდველი და მრავალფეროვანი იყოს მოსწავლეებისთვის, რისთვისაც ხშირად არაფორმალურ გარემოში სწავლებას მიმართავენ.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქართულის, ბიოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფისა და მე და საზოგადოების საგნების ფარგლებში მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი არაფორმალურ გარემოში წარიმართა.  

აქტივობის მიზანი მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლება, ცოდნის გაღრმავება, ურთიერთთანამშრომლობისა და წარსულისადმი პატივისცემის გრძნობის ამაღლება იყო.

აღსანიშნავია, რომ აქტივობის ფარგლებსი მოსწავლეები სხვადასხვა ლოკაციებზე იმყოფებდონენ. მათ შორის იყო: პეტრას ციხე, გონიოს ციხე, ბათუმის აკვარიუმი, ზოოპარკი და დელფინარიუმი. 

იხილეთ აქტივობის მასხაველი ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203