ჯიგრაშენის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის ჯადოსნურ სამყაროში „იმოგზაურეს“
14-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჯიგრაშენის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება; სწორედ აქედან გამომდინარე, მასწავლებლები ცდილობენ, ბავშვებს მისცენ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ შექმნან ისეთი გაკვეთილები, რომლებიც კონკრეტული საგნის მიმართ ინტერესს გაუღვივებს პატარებს.

ამის დასტურია ჯიგრაშენის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგის - სიუზანნა ალვანჯიანის მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი გაკვეთილი, რომელიც ანბანის შემობრძანებას მიუძღვნა და რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა პატარებზე.

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა სიუზანნა ალვანჯიანმა, პირველკლასელებს ანბანის დაწყება დაუვიწყარ ზეიმად გადაუქცია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიუზანნა მასწავლებელმა პატარებს მშობლიური ანბანის ასოები გააცნო, საკლასო ოთახიც თემატურად მოურთო და ამაყად შეუძღვა ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში.

 
 
 
 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203