მარნეულის N3 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება მოაწყვეს
14-11-2022
მარნეულის N3 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესეით ერთვებიან არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში.

მარნეულის N3 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ბავშვებს მისცენ საგნობრივი ცოდნაც და ასევე  სხვადასხვა აქტივობით გაულამაზონ სასკოლო ცხოვრება.

ამის დასტურია მარნეულის N3 საჯარო სკოლაში ჩატარებული აქტივობა - შემოდგომის ზეიმი, რომელიც მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა, უსყვარელს მასწავლებელთან ერთად მოაწყვეს და რომლითაც კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაწერეს მშობლიური სკოლის ისტორიაში.

იყო ლექსები, სიმღერები, შემოდგომის ნობათით გაფორმებული საკლასო ოთახი და ემოცია, რომელიც პატარებს არასოდეს დაავიწყდებათ. 

იყო ლექსები, სიმღერები, შემოდგომის ნობათით გაფორმებული საკლასო ოთახი და ემოცია, რომელიც პატარებს არასოდეს დაავიწყდებათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203