„ჯადოსნური შემოდგომა“ მეჩხეთურის საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს
14-11-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა საინტერესო აქტივობა და ღონისძიება ხშირად იმართება. 

ამჯერად, შიდასასკოლო ღონისძიება - „ჯადოსნური შემოდგომა“ გაიმართა, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისთა და ინტერესით ჩაერთნენ. 

სკოლა შესაბამისი დეკორაციითა და შემოდგომის ნობათით იყო მორთული. მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და შემოდგომის შესახებ ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203