წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეები ჰაგიოგრაფიას საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით სწავლობენ 
14-11-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ხშირად ახორციელებენ. 

გამონაკლისი არც იოანე საბანისძის „აბო თბილელის“ შესწავლისას დაუშვეს. მე-10 კლასის მოსწავლეებმა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ თემაზე - „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება“ გადაღებული ვიდეორგოლი ნახეს.
წყაროზე დაყრდნობით, მოამზადეს თავიანთი შეხედულებები და გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილეს, თუ რა განსხვავებაა რელიგიის თავისუფლებასა და რწმენის თავისუფლებას შორის, რა მსგავსებაა რელიგიის თავისუფლებასა გამოხატვის თავისუფლებას შორის და რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან, რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს ორივე მათგანი.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ საკითხზე ამომწურავად ისაუბრეს. 

მათი ქართული ენის მასწავლებელი მანანა ჯავახაძეა.

„მსგავსი აქტივობები მოზარდებში ზრდის დაინტერესებას ამ საკითხებით, უვითარებს, პასუხისმგებლობის, შემწყნარებლობის უნარებს და ზრდის მათ აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:
   
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203