„ჩვენი საქართველო“- ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
14-11-2022
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, რისთვისაც მათ სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ.

ამჯერად, ისტორიის მასწავლებელ ნარგიზა კუტალიასა და მუსიკის მასწავლებელ ფატმან ცარციძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ჩვენი საქართველო“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, მათ სამშობლოს სიყვარული ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გამოხატეს.

„აღფრთოვანებული და გულანთებული მაყურებელი ემოციას ვერ მალავდა. პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი სიტყვები, მომაჯადოებელი ჰანგები უკეთესი მომავლის იმედს უსახავდა იქ შეკრებილთ. გვჯერა და გვწამს, რომ გამორჩეული თაობა გვყავს და დიდებულ მამულიშვილებს ვუზრდით სამშობლოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203