წყალტუბოს N1 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას მუსიკალურ-დრამატული კომპოზიცია მიუძღვნეს
14-11-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში შემოდგომას სხვადასხვა საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. 

III კლასმა, პედაგოგ ელისო მეტრეველის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი და შემოდგომასავით დახუნძლული, მუსიკალურ-დრამატული კომპოზიცია წარადგინა. მათ წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

გარდა ამისა, მათ ჩურჩხელებიც დაამზადეს და შემოდგომის შესახებ ისაუბრეს.

„თვალხატულა გოგო-ბიჭები ბარაქიანი შემოდგომის სიყვარულს და მისადმი ხოტბის შესხმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მშობელთა ჩართულობით, საშემოდგომო ატრიბუტიკით მორთული საკლასო ოთახი საკვირველად იწონებდა თავს.
მეტად საინტერესო აქტივობა იყო მასწავლებელ-მოსწავლეთა ვირტუალური მოგზაურობა სოფლად და პატარების მიერ სახელდახელოდ ჩურჩხელების დამზადება.
შემოდგომა რომ ფერადია, მაგრამ იმერეთში განსაკუთრებულად ფერადი, ლამაზი, ხვავრიელი და გემრიელი - ეს აზრი ლაიტ-მოტივად გასდევდა მთელს კლასის საათს.
გიორგობის თვეში რომ იმერეთში ყოფნა სამოთხეში ყოფნას ნიშნავს, ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს III კლასის მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა ელისო მეტრეველმა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203