წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში ტერენტი გრანელის შემოქმედებას კულტურულ- საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
14-11-2022

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ქეთო ღვინჯილიას ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გამართეს. 

ისინი აქტივობებში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. შექმნეს გაზეთები, რითიც მკითხველს ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. მათ, ასევე დიდი პოეტის ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

გარდა ამისა, კონკურსის - „საუკეთესო ჩანახატისთვის“ ფარგლებში, გამოვლინდა გამარჯვებული - ნია ზარანდია.

სკოლა ლამაზი დღეებისთვის პედაგოგ ქეთო ღვინჯილიასა და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს დიდ მადლობას უხდის.

„და ვიცი უსათუოდ ვარ მსოფლიო პოეტი
და პოეტის სახელი ჩემთვის ყველაფერია“.

შემოდგომის თბილ ფერებს სკოლის ღონისძიებებიც აფერადებს.
საგანგებოდ მოწყობილ ღია სივრცეში გამართული კულტურულ- საგანმანათლებლო ღონისძიება ტერენტი გრანელის პოეზიით  „შემოდგომის გაყვითლებულ ველებს“,  „გარინდებულ ფოთლებს“, სიხარული ავსებდა.
მოსწავლეების მიერ შექმნილი გაზეთიდან კი სკოლის დერაფანის კედლები, გრანელის სახლ-მუზეუმის შთაბეჭდილებებს უზიარებდა მნახველს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203