„ოქროსფერი შემოდგომა“- ჭოგნარის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
14-11-2022
ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა და ღონისძიება ხშირად იმართება. 

ამჯერად, შიდასასკოლო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა, რომელიც წელიწადის ამ დროს მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისთა და ინტერესით ჩაერთნენ. 

კლასი შესაბამისი დეკორაციითა და შემოდგომის ნობათით იყო მორთული. მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და შემოდგომის შესახებ ისაუბრეს. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203