„როგორ დავიცვათ არასრულწლოვნები უცხოებისგან? როგორ ვიზრუნოთ მათ უსაფრთხოებაზე?“ - თეთრიწყაროს N1 სკოლაში მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა
14-11-2022

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული, უსაფრთხო და განვითარებაზე ორინეტირებული გარემოა შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოწოდებულია შექმნას ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისთვის უსაფრთხო გარემო. უსაფრთხოების გეგმით გათვალისწინებულია და ხორციელდება აქტივობები დაკავშირებული ბულინგის, კიბერბულინგის, ძალადობის თემებთან.

სკოლაში მშობლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის თემაც იყო - „როგორ დავიცვათ არასრულწლოვანები უცხოებისგან, როგორ ვიზრუნოთ მათ უსაფრთხოებაზე?“. შეხვედრის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი რჩევები და რეკომენდაციები გაჟღერდა. გარდა ამისა, კლასის დამრიგებლებმა კლასის საათი ჩაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203