თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
14-11-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად იმართება. 

ამჯერად, ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ სხვადასხვა მცენარის, ბაღჩეულისა და კენკროვანის ნაყოფი, ფერადი ფოთლები შეაგროვეს, ჩურჩხელისთვის კაკალი ძაფზე ააგეს და შემოდგომის კუთხე მოაწყვეს.

მათ ასევე, ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვიტარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით გაიმართა ზეიმიც. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203