„შემოდგომის ფერები ჩვენს ქვეყანაში“- თბილისის N119 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
11-11-2022
თბილისის N119 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში - „კულტურული მემკვიდრეობა“ სახელწოდებით - „წარსული ჩემი სიამაყეა“. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლამ წლიური სამოქმედო გეგმა შეადგინა. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა საშემოდგომო ღონისძიება - „შემოდგომის ფერები ჩვენს ქვეყანაში“. მასში დაწყებითი კლასების მოსწავლები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია და შემოდგომის ნობათი.

აქტივობაში I კლასი ბელა გურგენიძის, II კლასი გულნაზ ლაზვიაშვილის, III კლასი თეა ქვათაძის, III კლასი შორენა ჭელიძის, IV კლასი რუსუდან რურუას, ხოლო IV კლასი ნონა მასხულიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203