ბზვანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება იზეიმეს
11-11-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
„ანბანის შემობრძანება“ პირველკლასელებმა სკოლის დირექტორთან და კლასის დამრიგებელთან, დინარა მესხიშვილთან ერთად აღნიშნეს.
კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია. მან პირველკლასელთა მოტივაციაზე იზრუნა, მათ მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაეთნენ იაქტიურეს და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გაკვეთილის ბოლოს დირექტორმა და დამრიგებელმა მოსწავლეებს ქართული ასო-ბგერების სწავლის დაწყება მიულოცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს