„იდეების ზღვა“-  ნაგების საჯარო სკოლაში კლუბი ჩამოყალიბდა
11-11-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლაში კარგად ესმით, რომ სასკოლო-საგანმანათლებლო ცხოვრებაში საკლუბო მუშაობა მნიშვნელოვანია. 

სწორედ ამიტომ სკოლაში ჩამოყალიბდა კლუბი - „იდეების ზღვა", რომლის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი, ინდივიდუალური, მოტივაციური, კულტურული, კოგნიტიური, ემოციური, ენობრივი, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება. 

გარდა ამისა, ასევე კლუბის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება აქტუალური საკითხების შესახებ. კლუბი ჩამოაყალიბებს თანამშრომლობით საზოგადოებას ერთიანი ხედვით. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პროექტებსა და სხვადასხვა სახალისო აქტივობებში მონაწილეობა; გაიარონ არასაპროგრამო მასალა; შექმნან პრეზენტაციები; დაამუშავონ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი საკითხები; გათვიცნობიერდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების საპროგრამო მასალებში.

კლუბის დამფუძნებლები არიან მზია ზვიადაური, ლელა მამულაძე და ნესტან ლეშკაშელი, ხოლო წევრები X- XI კლასის მოსწავლეები.
 
კლუბმა განსაზღვრა მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები. ასევე შემდეგი ზოგადი დებულება:
 
  • კლუბი დაარსდა სკოლის ბაზაზე. კლუბში თავმოყრილია საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები;
  • კლუბში მუშაობა წარიმართება „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით;
  • კლუბს აქვს წესდება, გვერდი სოციალურ ქსელში და ბლოგი.
„კლუბური მუშაობა მოსწავლისათვის არის ინტერაქტიული გარემო, სადაც მას საშუალება ეძლევა, სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობის შესრულების დროს, ეფექტურად გადალახოს არსებული ბარიერები და სიძნელეები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203