წეროვნის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასში ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა
11-11-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადახვა საგანმანათლებლო, გასართობ, საზეიმო თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

მათ შორის, სკოლის მე-2 კლასში, პედაგოგ ირმა ხუნდაძის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ ბარაქიანი და მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. პედაგოგმა, ირმა ხუნდაძემ მოსწავლეები სახალისო და შემოქმედებით აქტივობებში ჩართო. 

მოსწავლეები ღონისძიების მსვლელობაში ხალისითა და ინტერესით ჩაებნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203