„ხელოვნური საპნის წარმოება“ - აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
11-11-2022
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად იმართება.

სკოლაში „STEAM - განათლების ხელშეწყობა, მზარდი ინოვაციური გონება“ - ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი - „ხელოვნური საპნის წარმოება“, განხორციელდა.

ის მათემატიკის მასწავლებლის მაია ქარჩავასა და ინგლისურის მასწავლებლის სოფია ღურწკაიას ხელმძღვანელობით, გაიმართა. პროექტის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.

შექმნილ პროდუქციას თავისი სამარკო სახელწოდება - „ოლეანდრა“ აქვს. 

„საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ნაკლები ინტერესის გამო გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომელიც გააღვივებდა მოცემული საგნების მიმართ ინტერესს. შესაქმნელი პროდუქტი პირდაპირ არის ორიენტირებული კეთებით სწავლების პროცესზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203