ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად იმართება.
ამჯერად, შემოდგომა აღინიშნა საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებით. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგები მოსწავლეთა მორივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: