ორჯის საჯარო სკოლის მე-4 კლასში, როლური თამაშის გამოყენებით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
11-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად იმართება.
ამჯერად, ქართული ენის მასწავლებელის ვენერა არევიანისა და დამხმარე მასწავლებელის დალი ყავრელიშვილის ინიციატივით, მეოთხე კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა მოთხრობის მიხედვით, როლური თამაში გამართეს. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ.
„ბავშვებმა ხალისით ისწავლეს და ითამაშეს. ძალიან საინტერესო გაკვეთილი იყო და ყველა კმაყოფილი დარჩა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს