მარტუნის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ 
11-11-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

პედაგოგმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა და მათ საინტერესო და სახალისო აქტივობები და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„დადებითი ემოციებითა და სიხარულით იყო დატვირთული გაკვეთილი. მოსწავლეებმა პლასტელინით გამოძერწეს ასო - ბგერა „ი“, წარმოთქვეს ლექსები“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203