სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მინი ფეხბურთის შეჯიბრში წარმატებას მიაღწია
11-11-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ წარმატებას მიაღწიეს. 

ბოლნისში გაიმართა მუნიციპალური შეჯიბრი -  „სასკოლო სპორტული  ოლიმპიადა“. სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მინი ფეხბურთში მიიღეს.

აღნიშნულ თამაშში მე-8 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და მეორე ადგილი დაიკავეს. 

„ფიზიკური აღზრდის პედაგოგის ნათია ქარიმოვას ხელმძღვანელობით, მოსწავლეები გაემართნენ ბოლნისში. თამაში გაიმართა „ძმები უგულავების სახელობის სტადიონზე“. ბავშვებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, მონდომებით და საინტერესო თამაშით მივაღწიეთ სასურველ შედეგს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203