ვანის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებს ხელოვნებაში საინტერესო პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარდათ
ვანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, პრაქტიკული გაკვეთილი, ხელოვნებაში, VIIბ კლასში ჩატარდა. მოსწავლეები მის მინდინარეობაში ძალიან დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. მათ სხვადასხვა მასალისგან ასომთავრული და მხედრული ანბანის ასოები გამოჭრეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: