ოროჯალარის საჯარო სკოლის პირველკლასელებს მასწავლებელმა საანბანო პერიოდის დაწყება დაუვიწყარ ზეიმად უქცია
11-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დაუვიწყარი ღონისძიებით დაიწყეს.

მასწავლებელმა ერაზიკ ელოიანმა ეს დღე ბავშვებს ზეიმად უქცია.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეაჯამეს უკვე ნასწავლი მასალა და მშობლიური ენის ანბანის სწავლა საინტერესო აქტივობებით დაიწყეს. პედაგოგმა მრავალფეროვან აქტივობებთან ერთად პირველკლასელებს სხვადასხვა სასწავლო რესურსიც შესთავაზა.

გაკვეთილს სკოლის ადმინისტრაციის წევრები, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203