„დაიცავი ბუნება!“ - შაუმიანის N3 საჯარო სკოლის IV  კლასის მოსწავლეთა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი
11-11-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ. ამისთვის კი მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროცესს სთავაზობენ.   

ამჯერად, შაუმიანის N3 საჯარო სკოლის IV  კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი, ქართულში, როგორც მეორე ენასა და ბუნებაში.

გაკვეთილის თემა გახლდათ - „დაიცავი ბუნება“. სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნათია თითბერიძე ხელმძღვანელობდა.

მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა.  მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და  ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203