თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რძის პროდუქტების საწარმო დაათვალიერეს
11-11-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტოვობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეები, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, (დამრიგებელი ლ. კიკოლაშვილი), „თელეთის“ რძის პროდუქტების საწარმოს ესტუმრნენ.

ისინი იმერული ყველისა და სულგუნის დამუშავების პროცესს გაეცნენ. 

ვიზიტმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. აღნიშნული მინიექსკურსია პროფორიენტაციის მიზნით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203