„ჰელოუინი“- ბუთურაულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ინგლისურენოვანი აქტივობა
11-11-2022
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები, დირექტორ ბულბული მგელაძის ხელმძღვანელობით, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მომავალ თაობას ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ. ისინი მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ, სხვადასხვა კონკურსში რთავენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

სკოლაში, მორიგი შთამბეჭდავი აქტივობა „ჰელოუინის“ დღესასწაულს მიეძღვნა. აქტივობა ინგლისური ენის პედაგოგმა - ნესტან აბასიძემ, დირექტორ ბულბული მგელაძის მხარდაჭერით, განახორციელა. აქტივობა ინგლისურ ენაზე წარიმართა, მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე „ჰელოუინის“ ისტორიასა და ტრადიციებზე ისაუბრეს. მათ საგანში ცოდნა გაიღრმავეს, უცხო ენაზე სამეტყველო უნარ-ჩვევები დახვეწეს, ეს ყველაფერი კი ხალისითა და ინტერესით გააკეთეს.

პედაგოგი ნესტან აბასიძე სკოლის დირექტორს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა English Book Education -ს შემოთავაზებული აქტივობისთვის. მადლობა ბუთურაულის საჯარო სკოლის დირექტორ ქალბატონ ბულბული მგელაძეს გვერდში დგომისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203