„შემოდგომის ფუსფუსია ჩვენს კლასში“- პატარა პამაჯის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო კომპლექსური დავალება შეასრულეს
14-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ. 

ამჯერად, დავალება - „შემოდგომის ფუსფუსია ჩვენს კლასში“, მე-6 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს. მათ პედაგოგ რუზანა რაისიან კარახანიანის ხელმძღვანელობით, მენიუ დაწერეს, ყურძნის წვენი მოამზადეს, ბადაგი მოადუღეს, კაკლის მძივები გააკეთეს, ფელამუში დაამზადეს, შემდეგ კი ჩურჩხელები ამოავლეს. 

აქტივობაში ყველა მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო.

მათ შემოდგომაზე ლექსები და სიმღერები ისწავლეს. ბოლოს კი, ფელამუში და ჩურჩხელები მასწავლებლებს გაასინჯეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203