თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა და ღონისძიება ხშირად იმართება. ამჯერად, მე-3 კლასში შიდასასკოლო ღონისძიება - „ნახვამდის შემოდგომავ“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისთა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საინტერესო ნომრები წარადგინეს.
კლასი შესაბამისი დეკორაციითა და შემოდგომის ნობათით იყო მორთული. მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
მათი დამრიგებელი მაია ყელბერაშვილია.
იხილეთ ფოტოები: