თხილნარის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
11-11-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

მოსწავლეებს მასწავლებელმა ხათუნა მაკარაძემ ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია. საინტერესო აქტივობები შესთავაზა, იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა და წინასანბანო პერიოდი გაახსენა. 

გაკვეთილის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

მათ სასკოლო საზოგადოება წარმატებას უსურვებს. 

„დედა ენა სიბრძნის წიგნი,  მოჩუხჩუხე ცხრა წყარო, აი ია, აი თითი,  აი მთელი სამყარო",- წერს პირველი კლასის პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203