ვანის N2 სკოლის მოსწავლეებს, პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ
11-11-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. 

ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ჩატარდა. 

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით, თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას მიაწოდეს.

მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების, თითოეული მათგანის გმირობის ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს.

მათ საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, შეხედულებები დააფიქსირეს და აქტოვობაში მონდომებით ჩაერთნენ.  

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203