დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში წარმატებას მიაღწიეს 
11-11-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და აქტოვობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი English book education-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილობდნენ. ის ჰელოუინის თემაზე გაიმართა.

მოსწავლეები კონკურსის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისით და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და წარმატებას მიაღწიეს. 

შედეგად, ისინი კონკურსში გამარჯვებულთა სიაში არიან. მათი ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილია. 

„კონკურსი მოიაზრებდა ჰელოუნის თემაზე აგებულ, საგაკვეთილო შინაარსის გეგმას, თან დართულ ამავე შინაარსის მოთხრობის ინდივიდუალურ დასასრულის შექმნას, აზრობრივად გამართულ ნამუშევრების ფონზე...კონკურსში გამარჯვებულების სიაში მოხვდა ამ სკოლის აღსაზრდელებიც, რასაც ვულოცავ დიდი სიამაყით",- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203