„ოქროსფერი შემოდგომა“ - იელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
11-11-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ორგანიზებით, გაიმართა.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შემოდგომის კუთხე მოაწყვეს, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოადინეს თუ რაოდენ უხვი და მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.