ეშტიის N1 სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულთან დაკავშირებით, საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდა
11-11-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდა. 

მედიაწიგნიერების კვირეულთან დაკავშირებით, სკოლაში ჩატარდა რიგი აქტივობები. ჯერ სკოლის დირექტორმა დამრიგებლებთან ერთად ჩაატარა დისკუსია აღნიშნულ თამაზე, შემდეგ დამრიგებლებმა მოსწავლეებთან ერთად გამართეს საინტერესო შეხვედრები. პედაგოგებმა ისაუბრეს მედიაწიგნიერებაზე და მის მნიშვნელობაზე.

სამოქალაქო განათლების კლუბის - „პირველი ნაბიჯების“ წევრებმა კი, პედაგოგ ოღიდარ ანტონიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო პოსტერი მოამზადეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203