გორელოვკის N3 სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის პედაგოგები ერთმანეთს გაკვეთილებზე ესწრებიან და გამოცდილებას უზიარებენ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორლევკის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებს ფეხს დიდი წარმატებით უწყობენ. ამის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი პედაგოგების ერთმანეთის გვერდით დგომაა.
ისინი არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებენ.
სკოლაში დაწყებითი საფეხურის კათედრის წევრებს შორის ურთიერთდასწრებები მიმდინარეობს, რაც კოლეგიალურობისა და გუნდორობისთვის მნიშვნელოვანია.
გაკვეთილზე დასწრების შემდეგ კათედრის წევრები ერთმანეთს რეკომენდაციებს აძლევენ და ცოდნას უზიარებენ.
იხილეთ ფოტოები: