ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
პედაგოგმა მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია. მან ბავშვების მოტივაციაზე იზრუნა და მათ, საინტერესო და სახალისო აქტივობები და მარავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
საზეიმო გაკვეთილის ბოლოს პირველმა მასწავლებელმა პატარებს სანბანო პერიოდის დაწყება მიულოცა და სწავლაში წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: