ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და დაცვის მიზნით, საინტერესო პროექტს ახორციელებენ
11-11-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მე-10 კლასი, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და დაცვის მიზნით, საინტერესო პროექტს ახორციელებს.
პროექტის თემა გახლავთ - კულტურული მემკვიდრეობის ერთი კონკრეტული ძეგლის კვლევა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელთან ერთად შეარჩიეს სოფელთან ახლოს არსებული კულტურული ძეგლი - ხორნაბუჯის ციხე, დალაშქრეს იგი, გადაიღეს ფოტოები და დაიწყეს პროექტის მასალებზე მუშაობა.
სკოლაში მოსწავლეებს წამოწყებულ მნიშვნელოვან პროექტში წარმატებას უსურვებენ.