დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს რაგბის გაკვეთილი ჩაუტარდათ
11-11-2022
მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტოვობები ხშირად ხორციელდება. 

ამჯერად, „ჩაერთე რაგბიში“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს რაგბის ასოციაციის ინიცირებით ხორციელდება, სკოლაში რაგბის ერთობლივი გაკვეთილი ჩატარდა. 

პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებში რაგბის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

გაკვეთილი კახა აბრამაშვილთან და გიორგი ტაბატაძესთან ერთად ჩატარდა. 

„შეხვედრა იყო ბავშვებისათვის უსაფრთხო, სახალისო და საინტერესო“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203