„ვიდღესასწაულეთ შემოდგომის ხვავი და ბარაქა“ - ზედა საქარის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
11-11-2022
ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მრავალფეროვანი ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა.

სკოლა შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციებით იყო მორთული. მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი წარმოადგინეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. ისინი ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

„ძალიან მალე მიითვლის თავის უკანასკნელ, ფერად და ცოტა სუსხიან დღეებს შემოდგომა. სამყაროს დაუტოვებს ჭრელად მორთულ დედამიწას, ხვავს, ბარაქას და ზამთრის თეთრ საბანში გასახვევად შეამზადებს. ახლა, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთმანეთთან ჩახუტება, ერთმანეთის სითბო, რომ სიცივემ არ დაგვჯაბნოს და შემოდგომის თბილი ფერები დაგვრჩეს გულში. 
„ეს შემოდგომაა, ჭრელი მოზაიკა… “
ვიდღესასწაულეთ შემოდგომის ხვავი და ბარაქა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203