„გვიყვარს მხიარული და საინტერესო სასწავლო პროცესი“ - ორბელის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი აქტივობა შეასრულეს
11-11-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტოვირებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მესამე კლასში, ინგლისურ ენაში - TEA PARTY გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდო მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

„მხიარული და საინტერესო ინგლისურის გაკვეთილი და ჩაის ფართი სიმღერით, ხალისით....რა თქმა უნდა, ყველაფერი ინგლისურად... მადლობა ბავშვებს და მშობლებს ასეთი აქტიურობისათვის. ჩვენ გვიყვარს მხიარული და საინტერესო სასწავლო პროცესი",- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203