„პედაგოგის პროფესია ჩემთვის ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე“- ლალი გულედანი, ლენჯერის N2 სკოლის დირექტორი
11-11-2022

რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი გულედანი გვპასუხობს. 

- თქვენი საყვარელი ფრაზა... 

- „ყველაფერი კარგად იქნება“...

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე.

 - ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- სიყვარულისა და თანაგრძნობის  ატმოსფეროს შექმნა (ზრუნვა, აღიარება, მოსმენა, ნდობა, პატივისცემა).

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- უნდა შეგვეძლოს მიტევება.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი.

- მოტივაციას მაძლევს...

- ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებები.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ჯანმრთელი და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203