ბაღდათის N1 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტები ჩაატარეს
11-11-2022
ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ ლია ტყემალაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტები ჩაატარეს. 

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მარტივი სახალისო ექსპერიმენტებით - ფერადი აფეთქება რძეში და რძეზე ხატვა-ორნამენტის გადატანა ქაღალდზე, წყლის წონასწორობა, ნავი ბოთლში და საჰაერო ბუშტი შამფურზე, რომ მეცნიერება მართლაც სახალისოა.
თითოეულ ექსპერიმენტს დიდი სიხარული, ემოცია და გაოცება ახლდათ თან“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203