წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული ლიტერატურა და დამხმარე სასწავლო რესურსები გადაეცა
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდული შეხვედრების ოთახში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილმა სკოლის ბიბლიოთეკას პირადად გადასცა სხვადასსხვა სახის ლიტერატურა და დამხმარე რესურსები.
მათ შორის იყო შემეცნებითი ხასიათის წიგნები, მხატვრული ლიტერატურა, პოლიტიკური რუკა, გლობუსი, ენციკლოპედია, ინტერაქტიული რუკა და ა.შ.
სკოლის დირექტორის მ/შ მაია ნუცუბიძე-ქობულიამ მადლობა გადაუხადა ქალაქის ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი ესწრებოდნენ, მათ პედაგოგებსა და მოსწავლეებს გულთბილად მიმართეს.
შეხვედრის ბოლოს, სტუმრებმა მოსწავლეებთან ერთად სიმბოლურად ააწყვეს საქართველოს ინტერაქტიული რუკა.
იხილეთ ფოტოები: