გორისის საჯარო სკოლაში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა
11-11-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდა. 

მე-6, მე-7, მე- 8, მე-10 და მე-11კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია მედიაწიგნიერების შესახებ, გაეცნენ ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაციასთან დაკავშირებულ უნარებს და იმსჯელეს თითოეულის მნიშვნელობაზე - თუ როგორ ამოიცნონ დეზინფორმაცია და არ გახდნენ მისი გამავრცელებლები.

შეასრულეს აქტივობა - „გაფუჭებული  ტელეფონი“, ასევე ფოტომანიპულაცია - „გაშეშებული კადრი“ და შექმნეს რეკლამა და პოსტერები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203