ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო-ისტორიულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, უფროსკლასელები ერეკლე მეფის დაბადებიდან 302- ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო - ისტორიული კონფერენციაში „ერეკლე მეფის ეპოქა“ მონაწილეობდნენ.
ის თელავში ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა კონფერენცია სკოლაშიც ჩაატარეს. მათ ისაუბრეს ერეკლე მეფის ცხოვრებაზე და მის ღვაწლზე ქვეყნის წინაშე.
მათი ხელმძღვანელი მასწავლებელი ა. აბაზოვი იყო.
იხილეთ ფოტო: