ბაისუბნის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
11-11-2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიება ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს მიეძღვნა. „შემოდგომის ზეიმი“ შთამბეჭდავად წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. მათ შორის, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ უხვი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში, ასევე ისაუბრეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, აღნიშნეს მისი ღვაწლი ქვეყნის წინაშე. 

ღონისძიებას ესწრებოდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და  ქალაქ ლაგოდეხის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა შუშტაკაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203