ქვემო ბოდბის საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები გაიმართა
11-11-2022

გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს ღინისძიებებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, სკოლაში აქტივობები მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ჩატარდა ლექცია -მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ვებ-გვერდს, სადაც სხვადასხვა ტესტი შეასრულეს. 

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ საკითხი ამომწურავად განიხილეს. 

„საზოგადოებისთვის გააზრებული და სწორად ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაში, მედიის როლი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია, ვინაიდან მხოლოდ სწორად ინფორმირებულ მოქალაქეს შეუძლია მართებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება ამიტომ მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოთ მოსწავლეებში მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203