„მე და ჩემი მეგობრები“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
11-11-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მასწავლებლები მოზარდებს საინტერესო დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ ხალისითა და ინტერესით ასრულებენ.

მათ შორის VI კლასში (კლასის ხელ-ლი: თამუნა გრიგოლია) ჩატარდა კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი რუსულ ენაში (მასწავლებელი: მაია ქაშიბაძე) თემაზე - „მე და ჩემი მეგობრები“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მომზადებული პრეზენტაციები და პლაკატები თავიანთი მეგობრების სურათებით.

მათ საინტერესოდ ისაუბრეს თავიანთ მეგობრებზე, გამოიყენეს 1-2-3 ეტაპზე შესწავლილი მასალა. ისინი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალების შესრულებას და უმრავლესობას კარგად ჰქონდათ მომზადებული თავიანთი პრეზენტაცია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203