დიაკონიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე 
10-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეების საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები გაიმართა. 

პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია“ ფარგლებში, მესამე კლასის დამრიგებელმა - თამარ სოსელიამ ჩაატარა გაკვეთილი - „ჩვენ და წამლები“. მოსწავლეებმა ექიმისა და პაციენტის როლები ძალიან კარგად მოირგეს, გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექიმის პროფესია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

გარდა ამისა, „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ პროექტის ფარგლებში, მეორე კლასის დამრიგებელმა- თამარ სოსელიამ თემაზე - „რას ნიშნავს იყო მესამეკლასელი?“ სადამრიგებლო საათი ჩაატარა.

ის დაინტერესდა, თუ რა მოლოდინები აქვს მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს.

მოსწავლეები ორივე აქტივობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

„მოსწავლეებმა იმსჯელეს საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებზე. აღნიშნეს,რომ სწავლაში უნდა იყვნენ წარმატებულნი დ შექმნეს მოლოდინის ხე“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203