შემოდგომის ფერადი დღეები ძირკვაძეების საჯარო სკოლაში
10-11-2022
ხულოს მუიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში შემოდგომის ფერადი დღეები აქტიურად გრძელდება.
 
მოსწავლეებმა ზაირა მასწავლებლის დახმარებით, თათარა მოადუღეს და ჩურჩხელები ამოავლეს. კლასში შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია იყო განთავსებული. 

აქტივობამ მოსწავლეები ძალიან გაახალისა და მოტივაცია შეჰმატა. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს 

„მიუხედავად იმისა, რომ ცივი დილა იყო, შემოდგომის კუთხე თავისი მრავალფეროვნებითა და სილამაზით ათბობდა და ალამაზებდა საკლასო ოთახს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203